პირველად, YAMAHA-ს ქართველი ჯაზ-არტისტი, მუსიკოსი გიორგი მიქაძე ჰყავს

YAMAHA-ს ჯაზ-არტისტების რიცხვს ქართველი მუსიკოსი შეუერთდა. კომპანია, მსოფლიო რანგის 40-მდე ლეგენდარულ მუსიკოსს აერთიანებს. გიორგი მიქაძე კი პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელიც YAMAHA-ს ექსკლუზიური ჯაზ-არტისტი გახდა. ცო14009985_1372828912745713_1552523708_nტა ხნის წინ ხელოვანმა ნიუიორკის პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდია „Clubhouse Recording Studio“ში, გრემის მფლობელ, ჯაზისა და თანამედროვე მუსიკის ლეგენდარულ დრამერ, პიანისტ და კომპოზიტორ ჯეკ დეჯონეტისთან ერთად ალბომი ჩაწერა. რა გეგმები აქვს გიორგი მიქაძეს და აპირებს თუ არა ქართველ მსმენელს უახლოეს მომავალში საქართველოში შეხვდეს, „პერსონა“ თავად მოგვიყვება…  

ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ ცნობილ ჯაზ-კლუბში კონცერტი მქონდა, სადაც გავიცანი YAMAHA-ს Artist Services დირექტორი ბონი ბერეტი. შემომთავაზეს, რომ ვყოფილიყავი Yamaha-ს ექსკლუზიური ჯაზ-არტისტი, დაახლოებით ორი კვირის წინ კი ოფიციალურად მოვაწერე ხელი. ეს ალბათ ჩემი გამარჯვებაც არის და ჩემი ქვეყნისაც. ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ, უკავშირდება ჩემს ქვეყანას და მის პრესტიჟს. Yamaha-ს ექსკლუზიური ჯაზ-არტისტი ძალიან ბევრს ნიშნავს, რომელსაც ბევრი წარმატებული მუსიკოსი აწერს ხელს. რის საფუძველზეც, ნებისმიერ დარბაზში, სადაც დავუკრავ, უნდა მქონდეს Yamaha-ს ინსტრუმენტი და ნებისმიერ ქვეყანაში ამ კომპანიის წარმომადგენელი ვიქნები, მათ შორის უკვე საქართველოში. Yamaha-ს  ჯაზკატეგორიაში პირველი ქართველი ვარ. ამ ყველაფერს ძალიან ბევრი ბენეფიტები აქვს. რამდენიმე დღეში რეკლამაში მიღებენ, სადაც ამ კომპანიის ახალი ინსტრუმენტის შესახებ ვისაუბრებ. ბევრი კომპანია არსებობს, რომელიც ფორტეპიანოს ამზადებს, მაგრამ ბოლო დროს Yamaha-ს ინსტრუმენტმა ჩემი ყურადღება ძალიან მიიპყრო. განსაკუთრებით ჟღერადობამ, რადგან ძალიან რთულია აკუსტიკური ინსტრუმენტის გახმოვანება დიდ საუნდ სისტემაში. Yamaha-ს გახმოვანება კი შედარებით მარტივია, ვიდრე სხვა ინსტრუმენტის.

პირველად მუსიკა… და წარმატებები, რომელიც სამომავლოდ გელოდათ…14011833_1372828886079049_1172802373_n

ყოველთვის გადაწყვეტილი იყო, რომ მუსიკა ჩემი პროფესია იქნებოდა. ძალიან ადრეულ ასაკში გამოვავლინე მუსიკის ნიჭი და ჩემმა მშობლებმა ხელი შემიწყვეს. განსაკუთრებით დედაჩემმა. ის, რასაც მივაღწიე იმის დამსახურებაა, რომ საწყის ეტაპზე სრულფასოვანი განათლება მივიღე. შეიძლება ნიჭი არის, მაგრამ ამ ნიჭის კონტროლი, განვითარება,  ჩამოყალიბება, გზის მიცემა სჭირდება. დღეს მუსიკოსები ნაკლებად შემოქმედებითები არიან… მე უფრო მოწოდებული ვიყავი მუსიკა დამეწერა და მუსიკის წერა ადრეულ ასაკში დავიწყე, სადაც ძირითადად ქართულ ჰარმონიაზე მქონდა აქცენტი. რომ მკითხოთ, დღის განმავლობაში ყველაზე დიდხანს რას ვუსმენ, გეტყვით, რომ ესაა – ქართული ფოლკლორი. საბედნიეროდ, შევძელი, შემესწავლა ბევრი მუსიკალური ჟანრი, თუმცა ყველაზე დიდ სიამოვნებას ქართული ფოლკლორი მანიჭებს და განსაკუთრებით გალობა. ჰარმონია, რომელიც უნიკალურია და მუსიკალური ენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.  თუმცა არ არის ისეთი ცნობილი, როგორც ინდური რიტმი, ინდური ან თურქული მუსიკა, ხმელთაშუა ზღვის ფოლკლორი. მე კი მსურს, რომ ქართული მუსიკის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით მთელი ცხოვრება მივუძღვნა. ეს არის ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მუსიკოსმა გააკეთოს. რაც შეიძლება მეტად უნდა გავიტანოთ ჩვენი კულტურა და ძალიან გამიხარდებოდა, თუ უფრო მეტი ქართველი მომეხმარებოდა ამაში.

რატომ აირჩიე ფორტეპიანო…14017962_1372828866079051_1585927756_n

ვფიქრობ, ფორტეპიანო ყველანაირი შესაძლებლობების მქონეა. არცერთი ინსტრუმენტი გარდა ორღანისა, არ ფლობს ისეთ შესაძლებლობებს, როგორსაც ფორტეპიანო. პატარა ორკესტრია. ნებისმიერი ტექნიკური საშუალება აქვს, გარდა პედალური ხმოვანების, რომელიც ორღანს გააჩნია. ცოტა მარტივად რომ შევხედოთ, სახლში ერთი ინსტრუმენტი გვქონდა ჩემი დაც მუსიკოსია, დღეს მუსიკათმცოდნეა და ჩემი მენეჯერი საქართველოში. ორივე ფორტეპიანოზე ვუკრავდით, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ერთ ინსტრუმენტზე ორი ვერ იმეცადინებდა და ფორტეპიანო მე ავიღე. სხვა ინსტრუმენტს რაც შეეხება, დასარტყამი მიზიდავს, ცოტას ვუკრავ, მაგრამ ფორტეპიანოს დონეზე, რა თქმა უნდა, არა…

თუ გქონდა მომენტი, როცა იფიქრე, რომ სხვა პროფესია გინდოდა…14012063_1372828872745717_1998909416_n

ალბათ, დაბადებისთანავე მუსიკის კოდი ჩემში ჩადებული იყო. სიზარმაცე არსებობს, მაგრამ საკუთარი თავი ისე უნდა გავაკონტროლოთ, არ უნდა მივცეთ სიზარმაცეს გამოვლინების საშუალება. როდესაც წარმოვიდგენ, რა შეიძლება მოჰყვეს ამ შრომას, ძალიან კარგი იდეები მოდის ხოლმე. შრომის გარეშე არაფერი გამოვა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ განათლებას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი. თუნდაც, ის რომ,  პირველი მაგისტრი გავხდი ჯაზის სფეროში. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ სამომავლოდ ჩემს მომავალ თაობას გადავცე. ვფიქრობ, ახალგაზრდები უნდა წავახალისოთ, რომ მუსიკა შექმნან. ალბათ სწორედ ეს იყო იმის გამოხატულება, რომ მე მხოლოდ კლასიკურ მუსიკას არ გავყევი. მივეცი თავს თავისუფლება, რომ რაც მომწონს მუსიკალურად ის გავაკეთო.

როგორია გიორგი მიქაძის მუსიკა…14055757_1372828879412383_1923266880_n

ვეძებ… რთულია ვთქვა, რომ ეს არის ჩემი სტილი. ვეცადე ფართოდ განმევითარებინა საკუთარი თავი. იყო უნივერსალური მუსიკოსი ძალიან იშვიათი გახდა. ესაა ხელოვანი,  რომელსაც შეუძლია დაწეროს ფილმისთვის მუსიკა, დაწეროს საფორტეპიანო კონცერტი, ან ჯაზ ბიგ ბენდისთვის ნაწარმოები, ან გააკეთოს პოპ-მუსიკის პროდაქშენი… ამან ძალიან დამაინტერესა. მინდა გავაკეთო დიდი მუსიკალური კონცერტების პროგრამა და კიდევ ბევრი მიზნები მაქვს. ერთი შემთხვევა მახსენდება, ლოს-ანჯელესში ჩემი კონცერტი რომ დასრულდა, მოულოდნელად ერთი ქართველი მოვიდა, და მითხრა, 20 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ და შენმა მუსიკამ დამაბრუნაო… ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო, მართლა არ მოველოდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი ასეთი შეფასებით.

საქართველოში თუ აპირებ ჩამოსვლას?13553282_1372828876079050_847918507_n

 ჩემს კლასიკურ გამოცდილებას არ ვივიწყებ. ბატონმა ვახტანგ კახიძემ, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანია და მუსიკალურად ძალიან ვენდობი, მომიწვია საქართველოში. ჩინეთის ტურიდან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაიგეგმა, პირდაპირ საქართველოში ჩამოვალ. 2011 წელს „შემოდგომის თბილისზე“ ვიყავი და იმ კონცერტს გავიმეორებთ. დავუკრავ ბატონ ვახტანგ კახიძის საფორტეპიანო კონცერტს და George Gershwin- ის „ლურჯ რაფსოდიას“.  შემდეგ თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ისრაელში საკონცერტო ტურნეში გავემგზავრები.
14017598_1372828882745716_331066478_n 14011862_1372828936079044_1675686684_n 14017608_1372828889412382_1302445838_n                          14017824_1372829082745696_1186670637_n

ნინო ჯაჯანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები