გიორგი მღებრიშვილმა გორში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გორში დაცვის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე ესწრებოდნენ.
შს სამინისტროს ცნობით, ორსართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები განთავსდნენ. ადმინისტრაციულ შენობაში 25 თანამშრომელი იმუშავებს.
„ბათუმის, ბაკურიანის, ურეკის, გუდაურის და თბილისის (საბურთალო) ახალი შენობების შემდეგ, დღეს უკვე დაცვის პოლიციის მეექვსე ახალი შენობა გორში გავხსენით, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი თანამშრომლების სამუშაო პირობები და შესაბამისად, გაიზარდოს ადგილობრივი მოსახლეობის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხი“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობების მშენებლობასა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები