„LWood“-ი – ქართული ბრენდი, რომელსაც უყურადღებოდ ვერავინ ტოვებს…

ლევან ლაშქარაშვილი პირველი ქართველი დიზაინერია, ვინც ხისგან სათვალის კეთება საქართველოში დაიწყო. მსუბუქი, ბუნებრივად ფერადი, ორიგინალური – ეს ის არასრული ღირსებების ჩამონათვალია, რომელიც „LWood“-ის სათვალეს გააჩნია. რატომ უნდა აირჩიოთ ქართული ბრენდი და რას ნიშნავს 100 პროცენტით ხელნაკეთი, ლევან ლაშქარაშვილი მოგვიყვება…13695187_1347664798595458_216291644_n

– რატომ გადაწყვიტე სათვალის დიზაინის გაკეთება და მასალად ხის არჩევა…
– სამხატვრო აკადემიაში უკვე მეექვსე წელია ვარ. ავეჯის დიზაინზე ჩავაბარე და ალბათ ამან მოახდინა გავლენა. ასევე ბავშვობიდან ხეზე ვმუშაობ და ძალიან მიყვარს. გადავწყვიტე, გამეკეთებინა სათვალე. მინდოდა ორიგინალური აქსესუარი ყოფილიყო, იმ პერიოდში საზღვარგარეთაც კი იშვიათი იყო ხის სათვალე და საქართველოში პირველი ვიყავი, ვინც ხის მასალისგან სათვალის გაკეთება გადაწყვიტა და გააკეთა.
– რა რისკები იყო…13735467_1347664978595440_580059094_n
– როცა იწყებ, რისკი ნებისმიერ სფეროში არის. მით უმეტეს, როცა შენ პირველი ხარ და ამის გამოცდილება შენს ქვეყანაში არ არის, ძალიან რთულია. არაფერი იცი და ამ ტექნოლოგიის დახვეწა თავად გიწევს. ბევრი დეტალია, თუნდაც დამუშავების კუთხით, ან რამდენად გაუძლებს – მინის ჩასმა იქნება ეს თუ სხვა. დაახლოებით სამი წელი დამჭირდა, სანამ დიზაინს შევარჩევდი, ტექნოლოგიას მივიყვანდი და დავხვეწდი იმ დონეზე, რაც დღეს არის…
– სამი წელი დიდი დროა, თუ ნორმალური პერიოდია?
– ამ დროის განმავლობაში, კეთების პროცესში იმდენი სათვალე მაქვს გაფუჭებული… რა თქმა უნდა, არის მომენტები, როცა იღლები, მაგრამ როცა გიყვარს ეს საქმე და გინდა, რომ რაღაც გააკეთო, ამას უკვე აღარ უყურებ და აზარტში ხარ, გინდა აუცილებლად გამოგივიდეს. ამის შედეგია ის, რომ საბოლოოდ ყველაფერი გამოგდის.
  რა სირთულეები შეგხვდათ ხეზე მუშაობისას?
– პირველ რიგში, სირთულე ის იყო, რომ ამ ყველაფერს შესაბამისად სჭირდება თავისი სპეციალური დანადგარები, ხელსაწყოები… და ასევე სჭირდება სპეციფიკური მიდგომა. თავიდან ეს პრობლემა მქონდა, სანამ ხელსაწყოები შევიძინე. მერე ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა…
– მასალას საქართველოში უკვეთავთ თუ საზღვარგარეთ?13689580_1347664825262122_83367821_n
– ქართული ჯიშის ხესაც ვიყენებ. თუმცა, 100 პროცენტით გამომშრალი და საბოლოო დონეზე მიყვანილი მასალა საზღვარგარეთიდან შემოდის, ამიტომ, ძირითადად, უცხოური ჯიშის ხეს ვამუშავებ. საბოლოოდ მაინც ყველა ჯიშის ხის გამოყენება მიწევს, გააჩნია შეკვეთას, ფერს და ა.შ.
– ფერები…
– ყველა მასალას განსხვავებული ფორები და ფერები აქვს. დავუშვათ, თუ დამკვეთს უნდა, რომ წითელი იყოს სათვალე, ამ შემთხვევაში ვიყენებ მაკაგონს. თუ უნდა, რომ იყოს ყავისფერი, ან შავი, ჩვენი ქართული კაკალიც შემიძლია გამოვიყენო. თუ თეთრი – მაშინ ბზა და ა.შ.
– მწვანე ან ლურჯი…
– ეს ფერები ხეში არ არის. არც ვღებავ, იმიტომ რომ თავისი განსაკუთრებულობა არ დაკარგოს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ნატურალურობა შეინარჩუნოს. ამიტომ ლაქსაც არ ვიყენებ…
– გადასაბმელი ადგილები…13734799_1347664688595469_1134204165_n
– „LWood“-ის სათვალე მთლიანად ხისაა. ყოველთვის ვცდილობ, მეტალი არცერთ დეტალში არ გამოვიყენო. ამას კიდევ თავისი დანიშნულება აქვს. შეიძლება დამკვეთის სურვილით გადასაბმელი ადგილი ოქროთი ან სხვა მასალით გავაკეთო. ზოგჯერ მიწევს ხოლმე ამის ახსნა, რა არის 100 პროცენტით ხელნაკეთი. არის კომპანიები, რომლებიც აკეთებენ ხის სათვალეებს და პროდუქცია წარმოებაშია ჩაშვებული. როცა წარმოებაშია, იქ უკვე მუშაობს ლაზერი, კომპიუტერი ჭრის ხეს. ჩემს შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია, სათვალე 100 პროცენტით ხელით ნაკეთი იყოს. ამიტომ ვმუშაობ ერთ სათვალეზე ორი-სამი კვირა…
– „LWood“-ი სერიული არ არის…
– მე რომ მილიონი სათავალე გავაკეთო, ყველას თავის ნიშა ექნება და განსხვავებული იქნება. შეიძლება დიზაინი ერთი ჰქონდეს, მაგრამ მაინც ერთმანეთისგან განსხვავებული გამოვა. სწორედ ესაა ჩემი სათვალის განსაკუთრებულობა, რომ ამაზე კომპიუტერი არ მუშაობს.
– რატომ უნდა ავირჩიოთ „LWood“-ი?13734810_1347664985262106_1493332083_n
– გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ პრიორიტეტულად ვთვლი, რომ 100 პროცენტით „hand made“-ია. შეიძლება ზოგისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როცა მუშაობ და ყველაფერს ამ ნაკეთობაში დებ, ვამბობ ხოლმე, რომ ეს სათვალე, მხოლოდ ხის სათვალე არ არის. ჩემთვის ეს სხვა რამეს ნიშნავს. ვფიქრობ, მომხმარებელმა თანხა ნაკეთობაში, ხარისხში უნდა გადაიხადოს და არა მარტო ხის სათვალეში.
– მოდის კვირეულებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
– მოდის კვირეულზე შარშან წინ მქონდა ჩემი პირველი კოლექციის წარდგენა. სხვადასხვა გამოფენაშიც ვმონაწილეობ ხოლმე. დაინტერესება ძალიან დიდია, თუმცა უფრო უცხოელი მომხმარებელი მიკვეთავს…
– ტენდენციებს თუ ითვალისწინებთ?
– ტენდენციებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ. არის არსებული დიზაინი, საერთაშორისო ფორმები, რომელსაც ვაკეთებ. ძირითადად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობ, როგორიც მომხმარებელს  უნდა, ისეთს ვაკეთებ. რა თქმა უნდა, მაქვს საკუთარი დიზაინით შექმნილი სათვალეც…
– ახლა თუ მუშაობთ ახალ კოლექციაზე?
– ახლა დავამთავრე ჩემი ახალი კოლექცია. ამ კოლექციაში დაახლოებით რვა დიზაინია.
–  რა შეიძლება ჰქონდეს „LWood“-ს სამომავლო განვითარება?13734778_1347664501928821_1180707536_n
– „LWood“-ი საზღვარგარეთ ახლაც გამაქვს. ძალიან ბევრი ინტერნეტმაღაზიაა, სადაც ჩემს პროდუქციას ვაგზავნი. ესაა – ამერიკა, ესპანეთი, ისრაელი და ა.შ. თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს „LWood“-ის ოფიციალური კუთხე საქართველოშიც გაჩნდეს…
– ვისაც „LWood“-ი აქვს, რისი მფლობელია?
– მას, ვისაც „LWood“-ის სათვალე აქვს, მფლობელია ხარისხის, ორიგინალურობის. ესაა  სათვალე, რომელიც იმდენად ორიგინალურია, ყველგან ყურადღებას იქცევს, არავის გამორჩება მხედველობიდან…

13735202_1347664761928795_1562441398_n 13713302_1347664535262151_604553851_n 13664628_1347664531928818_306787076_n 13672197_1347664811928790_2058324542_n 13706209_1347664498595488_461526387_n 13734636_1347664708595467_2098860907_n
13735467_1347664678595470_24944187_n 13689478_1347664741928797_1173825430_n
13695246_1347664791928792_451589091_n 13695738_1347664558595482_1581064862_n
13735502_1347664698595468_1538736143_n  13664802_1347664565262148_2134821819_n

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები