შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავა (ვიდეო)

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო საემიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისი-სტამბოლის რეისით საქართველოდან გასვლისას, ანკარის ინტერპოლის მიერ 21.03.2016 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული აჰმეტ ს. დააკავეს.
აჰმეტ ს.-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 197/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ფულის გაყალბებას გულისხმობს.
ამჟამად აჰმეტ ს.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები