„ღორის ტილი ფეხზე დავისვი და თავზე ამაცოცდა“

„ღორის ტილი ფეხზე დავისვი და თავზე ამაცოცდა“ – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილ თანამოაზრესთან, შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორთან მიხეილ ქარელთან მეგობრობას. როგორც ირაკლი ოქრუაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში ბრძოლას აგრძელებს და ის დარწმუნებულია, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.

„გეგმა არ შემიცვლია, ვაგრძელებ ბრძოლას და არჩევნების პირველივე ტურში მოვიგებ. სასურველია, ხელისუფლებამ ღირსეულად გადაჭრას პრობლემა, რომელიც შეიძლება შემექმნას კანონმდებლობის გამო, რომლის მიხედვით, კანდიდატი ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში. თუ დროულად არ შეიტანენ ცვლილებას, ამ ბარიერერსაც გადავლახავ. არის ამისთვის შავი ხვრელები“, – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას მისი და თანაგუნდელების დაპირისპირებაზეც საუბრობს. ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი „მათი იმიჯი“ აღმოჩნდა.

„მათი იმიჯი! როგორ კოტრდებოდა ეს ყველაფერი, შიგნიდან კარგად ჩანდა, სანამ გუნდიდან წავიდოდი, ვთქვი, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებდნენ და გადავწყვიტე, მათი თამაშის თანამონაწილე აღარ ვყოფილიყავი. ჩემი წამოსვლის შემდეგ, რაკი დავინახე, რომ იგივე გრძელდებოდა და ჩუმად ყოფნა არ გამოვიდოდა, გადავწყვიტე, პოლიტიკური ბრძოლა დამეწყო. ჩემი გუნდში ყოფნისას ციხეებში 12 ათასი პატიმარი იყო, ბოლოს კი, იგოეთში რომ ეკლესია იყო და მძღოლები ხალხს ფულს უყრიდნენ, იმ ხალხსაც იჭერდნენ და 27 ათას კაცამდე ავიდნენ“, – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები