“კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება; სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას თითოეული პაციენტის საჭიროებებზე” – “თოდუას კლინიკა” განცხადებას ავრცელებს

“ამ დროისთვის, კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას სტაციონარში მყოფი თითოეული პაციენტის საჭიროებებზე”, – ამის შესახებ „თოდუას კლინიკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

ინფორმაციის თანახმად, ე.წ ” ვაგზლის ბაზრობის” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული.

„თოდუას კლინიკა“ აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით.

ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ “თოდუას კლინიკის” დიღმის და ვერის ფილიალები”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები