ესპანეთში ელექტროენერგიის გათიშვის დროს, სავარაუდოდ, გენერატორიდან გამოყოფილი ნახშირჟანგით სამი ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამი ხანდაზმული ადამიანი, სავარაუდოდ, ნახშირჟანგით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის დროს გენერატორის მიერ იყო გამოწვეული.

მედიის ცნობით, სამი ადამიანის ცხედარი გალიციის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტაბოადელაში, ერთ-ერთ სახლში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის არარსებობის გამო ერთ-ერთმა მათგანმა გენერატორი სამედიცინო ჟანგბადის აპარატის მუშაობისთვის გამოეყენებინა.

ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა სახლში ნახშირჟანგის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს, რამაც, სავარაუდოდ, სიკვდილი გამოიწვია.

ამასთან, ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდში სანთლით გამოწვეული ხანძრის შედეგად ელექტროენერგიის გათიშვის დროს ერთი ქალი გარდაიცვალა, ხოლო მეორე – რესპირატორის გამორთვის გამო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით „ამ ეტაპზე, კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები