თინათინ ხიდაშელი: ქართული სახელმწიფო ჯარისკაცების რაოდენობით ვერცერთ ომს ვერ მოიგებს

საქართველოს წარმატება არ არის ჯარიკაცების რაოდენობაში, საქართველოს წარმატების საიდუმლო არის პატარა, მაგრამ პროფესიონალ, მოქნილ, ნატოს სტანდარტების შესაბამის ჯარში, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, სავალდებულო სარეზერვო სამსახურის გაუქმება აუცილებელი იყო. ამასთან, როგორც ხიდაშელმა განმარტა, ქართული სახელმწიფო ჯარისკაცების რაოდენობით ვერცერთ ომს ვერ მოიგებს.
„ვისთან გვაქვს ჩვენ პრობლემა, მე მგონი, ყველამ კარგად ვიცით. რამხელაა ის ქვეყანა, ესეც ვიცით, რამხელა ჯარი ჰყავს იმ ქვეყანას, ესეც ვიცით. საქართველოში მცხოვრები ყველა ქმედუნარიანი ქალი და მამაკაცი იარაღით ხელში რომ დადგეს, მაინც იქნება ნაკლული იმ ჯართან, რომელზეც ჩვენ ღიად და დიდ ომზე ვლაპარაკობთ. საქართველოს წარმატება არ არის რაოდენობაში, საქართველოს წარმატების საიდუმლო არის პატარა, მაგრამ პროფესიონალ, მოქნილ, ნატოს სტანდარტების შესაბამის ჯარში, რომელსაც შემაკავებლის ფუნქცია აქვს და რომელთან დაპირისპრებაზეც ორჯერ და სამჯერ მეტად დაფიქრდებიან, ვიდრე მანამდე სხვა შემთხვევაში დაფიქრდებოდნენ. ეს არის ქართული შეიარაღებული ძალების წარმატების გასაღები და არა ის, რამდენი ძალით მოყვანილი ახალგაზრდა გვეყოლება, რომლებსაც, პრინციპში, მონათმფლობელობის პირობებში ვამყოფებთ, დაცვის ფუნქციებს ვასრულებინებთ, შეიძლება 9 თვის განმავლობაში იარღთან შეხება რამდენიმე ერთეულ შემთხვევაში ჰქონდეთ მხოლოდ, შემდეგ ისინი ნეგატიური, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ძალადობით უარყოფითი განწყობებით ბრუნდებიან საზოგადოებაში და შემდეგ ვრცელდება ის ამბები, რომელიც ვრცელდება. მე ვამბობ, რომ ეს არ სჭირდება ქართულ ჯარს, ეს არ სჭირდება ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს სავალდებულო სარეზერვო სამსახურის მუშაკის შენახვა უფრო იაფი უჯდება, ვიდრე საკონტრაქტოსი, არასწორია. თინა ხიდაშელის განცხადებით, სავალდებულო სარეზერვო ჯარისკაცსა და საკონტრაქტო ჯარისკაცს შორის ერთადერთი სხვაობა ხელფასშია. „ყველაფერი დანარჩენი იმდენივე უჯდება ქვეყანას, როგორც საკონტრაქტო ჯარისკაცი. იმის გათვალისწინებით, რომ საკონტრაქტო ჯარისკაცი ოთხი წლით მოდის და მასში ერთხელ ჩადებული სწავლება ოთხი წლის განმავლობაში მოგყვება, სავალდებულოს შემთხვევაში ამას თავიდან ყოველ ჯერზე ვაკეთებთ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები