თინათინ რუხაძემ აბრეშუმის მუზეუმი მოინახულა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ახლად რეაბილიტირებულ სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ რუხაძემ მუდმივმოქმედი და დროებითი გამოფენები დაათვალიერა. მინისტრი მუზეუმის დირექტორსა და მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა – ნინო კუპრავასა და თანამშრომლებთან ერთად მუზეუმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.