ვინ არის აშშ-ში არასრულწლოვანი გოგონას გარყვნაში ბრალდებული ქართველი ბიზნესმენი
შალვა ჩიგირისნკი, რომელიც აშშ-ის ქალაქ გრინვიჩში არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს, საქართველოში, ქალაქ ქუთაისში, 1949 წლის 1 ივლისს დაიბადა. ჩიგირინსკი რუსეთში მოღვაწე ცნობილი ბიზნესმენია.
ჟურნალ “ფორბსის” 2008 წლის მონაცემებით, მისი აქტივები 2.5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ნავთობკომპანიებში არსებული წილის გარდა, მას სამშენებლო ბიზნესშიც ფლობს წილებს. კერძოდ, კი მას ეკუთვნის წამყვანი უძრავი ქონების სააგენტო “მოსკოვის დეველოპერული კომპანიის” 50%, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ განხორციელებულ პროეტებს შორის არის ცნობილი რუსული მეგაკომპლექსები “ბაშნია მასკვა-სითი” და “ბაშნია რასია”. რუსული მედიის ინფორმაციით, მის მფლობელობაში არსებული სამშენებლო კომპანიების მთლიანი ღირებულება 10 მილიონ დოლარს აჭარბებს.
რამდენადაც ცნობილია, საქართველოში ჩიგირინსკის ბიზნესი არ აქვს. უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, 1990 წლის შემდეგ საქართველოში ის აღარ დაბრუნებულა. ის ბიზნესს აწარმოებდა არამხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
2009 წელს, გადასახადების გადაუხდელობის გამო, ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ ჩიგირინსკის უძრავ ქონებას, რომელიც ლონდონში, საფრანგეთში და რუსეთში ჰქონდა, ყადაღა დაადო. მის მიერ დაქირავებულმა ძვირადღირებულმა ადვოკატებმა სასამართლოს განაჩენის შეცვლა ვერ მოახერხეს. ჩიგირინსკის ქონება ახლაც დაყადაღებულია, და მას ქონების გაყიდვის უფლება არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენის პირადი ცხოვრებაც ისეთივე სკანდალური და პრობლებით სავსეა, როგორც მისი კარიერა. 2009 წელს, მისმა მეუღლემ 50 წლის ტატიანა ფანჩენკოვამ, რომელსმაც ბიზნესმენს თავის დროზე 4 შვილი გაუჩინა, მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში სდებდა ბრალს. როგორც მან “დეილი მეილთან” საუბრისას განაცხადა, ჩიგირინკისთან ცხოვრების მანძილზე მისი მეუღლე მას არამხოლოდ მორალურად, არამედ ფიზიკურადაც შეურაცხყოფდა. ერთ-ერთი კონფლიქტის დროს კი ისე სცემა, რომ მან ჯერ კიდევ მუცლად მყოფი ბავშვი დაკარგა.
“მე ის მაწამებდა არამხოლოდ როგორც ქალს, არამედ როგორც დედას”, – განაცხადა ბიზნესმენის ყოფილმა მეუღლემ.