26 წლის გოგონამ სოლარიუმში სხეულის 80-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო
თბილისის ერთ-ერთ სოლარიუმში ახალგაზრდა გოგონამ ხელოვნური გარუჯვის შედეგად, სხეულის დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ხელოვნური გარუჯვის შედეგად პაციენტმა სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა მიიღო.
„დამწვრობის ცენტრში მოთავსდა პაციენტი, რომელსაც 1-2 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. როგორც გაირკვა, გოგონამ, რომელიც 26 წლის არის, ერთ-ერთ სოლარიუმში ხელოვნური გარუჯვის შედეგად მიიღო სხეულის ზედაპირის დამწვრობა. პაციენტი მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ჩემს პრაქტიკაში ადრეც ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელოვნური გარუჯვის შედეგად პაციენტებმა სხეულის დამწვრობა მიიღეს, თუმცა ასეთი ფაქტი, ვფიქრობ, პირველია. ამ გოგონას სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა მიიღო“, – განუცხადა „კვირას“ გუგა ქაშიბაძემ.
მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იზა შაქარაშვილი