ექსკლუზივი: „სითი ინსტიტუტი საქართველო“ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის პირველი ეტაპის დოკუმენტების ნაწილს აქვეყნებს

„სითი.კვირა“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ცვლილებების პროექტს, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველო“-მ და მისმა პარტნიორებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინეს სამუშაოთა პირველ ეტაპზე. როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ეს არის პირველი ეტაპზე გადაუდებელი ცვლილებები “ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებში”.

ßâÆßâÉßâôßâÉßâúßâôßâößâæßâößâÜßâÿ ßâ¬ßâòßâÜßâÿßâÜßâößâæßâößâæßâÿ ßâ¢ßâÆßâÆ ßâ¿ßâÿ report„პირველადი რეგულაციების შემოთავაზების მიზეზს წარმოადგენს ქალაქში მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების უხეში და ხშირად არასწორი პრაქტიკის დროული შეჩერება, მოსალოდნელი ზიანის შემცირება, ან მინიმიზაცია. ცვლილებები შემოთავაზებულია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების დასრულებამდე, რის შემდეგაც მოხდება ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ახალი სრული რედაქციის შეთავაზება.

12419223_957369877645346_1879945565606963820_oვიცით, რომ საზოგადოება გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესს დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. პროექტზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ვცდილობთ, რომ ამ უმნიშვნელოვანეს სამუშაოს დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. დღეს იმ მასალების ნაწილს ვაქვეყნებთ, რომლებიც ჩვენს მიერ მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მუშაობის პირველივე ეტაპზე მოვამზადეთ და წარვუდგინეთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.
ვთვლი, რომ ამ ცვლილებების მიღება თბილისის საკრებულოს მიერ, თბილისის ქალაქგეგმარებითი სტაბილიზაციის პირველი ეტაპი იქნება. დოკუმენტში საუბარია სარეკრეაციო ზონებში საცხოვრებელი 12819336_957369904312010_8910480344223255355_oფუნქციით მშენებლობებზე ნებართვის გაცემის აკრძალვაზე, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მკაცრ შეზღუდვებზე განაშენიანების ინტენსივობის გაზრდასთან დაკავშირებით და სხვა. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დამფუძნებელი და დირექტორი პროექტში გაწერილი პირველი აუცილებელი ცვლილებების შესახებ საუბრობს და ძირითად პუნქტებს ასახელებს:

„წესებში“ ცვლილებების საბოლოო ჩამოყალიბებამდე ქალაქის მთელ ტერიტორიაზე უნდა დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები განაშენიანების ინტენსივობის გაზრდასთან დაკავშირებით. დიდი ტერიტორიებზე ფართობით (მინიმუმ 5000 კვ.მ.) სავალდებულო უნდა იყოს
განაშენიანების რეგულირების გეგმების დამუშავება და მხოლოდ ამის საფუძველზე მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემა. სარეკრეაციო ზონებში დაუყონებლივ უნდა აიკრძალოს საცხოვრებელი ფუნქციით მშენებლობებზე ნებართვის გაცემა. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მოინიშნება _40051საზღვრები შესაბამისი ზონირებით. განაშენიანების ინტენსივობის ზრდის შემთხვევებისათვის უნდა დამუშავდეს ქალაქგეგმარებითი დასაბუთების ეტალონური პროექტი სადაც სრულად უნდა იყოს ასახული ქალაქგეგმარებითი ნორმატიული მოთხოვნები. ინტენსივობის მომატების შემთხვევაში სავალდებულო უნდა გახდეს ქალაქგეგმარებითი დასაბუთების შესრულება რომელიც დამტკიცებულ უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. დასაბუთებაში, სხვა უამრავ საკითხთან ერთად, ინვესტორი ვალდებული უნდა იყოს წარმოადგინოს: განმარტებითი ბარათი, რომელშიც გარდა ტერიტორიის ოპტიმალურად გამოყენების ეფექტურობის დასაბუთებისა, აღწერილი უნდა იყოს კოეფიციენტის მატების საკომპენსაციო ღონისძიებები; კოეფიციენტის მატების გავლენა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე; კოეფიციენტის მატების გავლენა საინჟინრო ინფრასტრუქტურაზე; კოეფიციენტის მატების გავლენა სოციალურ ინფრასტრუქტურაზე; კოეფიციენტის მატების დათვლა ინსოლაციაზე და სხვ.

მამუკა სალუქვაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება აუცილებლობას წარმოადგენს, რათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობის პროცესში უფლებამოსილი ორგანოების მიერ არ მოხდეს ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს არა მხოლოდ პროექტის დადგენილი წესით საკანონმდებლო იმპლემენტაციაზე, არამედ ქალაქის პერსპექტიულ განვითარებაზე.

„ახლა ჯერი ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურზეა, რომელმაც თბილისის საკრებულოს, უახლოეს ხანში უნდა წარუდგინოს შესაბამისი ცვლილებების პროექტი „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებში”. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საკრებულო დაამტკიცებს „წესებში“ აღნიშნული ცვლილებების შეტანას, შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქში ქალაქგეგმარებითი სტაბილიზაციის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო“, – ამბობს სალუქვაძე.

აქვე, „სითი კვირა“ ექსკლუზიურად აქვეყნებს თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მეორე დოკუმენტს, პირველ ეტაპზე, გადაუდებელი ცვლილებების პროექტს არსებულ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში.

როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ განმარტა, აღნიშნული ცვლილებებისა და შეზღუდვების ინიცირება განპირობებულია იმ მიზეზით, რომ განახლების პროექტზე მუშაობის პერიოდში, ერთის მხრივ, დაცული იქნას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიები არამართებული განვითარებისაგან, ხოლო, მეორეს მხრივ, დროულად იქნას ასახული კვლევის შედეგად გამოვლენილი ცვლილებები.

თბილისის-გენგეგმა-1

თბილისის-გენგეგმა-2

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები