რობოტი-ჯარისკაცი: რა ელოდება მსოფლიოს უახლოეს მომავალში? (ვიდეო)

კომპანია Boston Dynamics-მა თავისი რობოტის – PETMAN შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელსაც ქიმიური დაცვის კოსტიუმში ადამიანისაგან პრაქტიკულად ვერ გამოარჩევს.
თავდაპირველად PETMAN განკუთვნილი იყო სწორედ ჯარისკაცის აღჭურვის გამოსაცდელად – მაგალითად, ქიმიური კოსტიუმის ტესტირება რეალური მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით. ცხადია, რომ ასეთ გამოცდას ადამიანზე ვერ ჩაატარებ. ამიტომ PETMAN აქვს ანტრომორფული კონსტრუქცია, ანუ მაქსიმალურად მიახლოებული ადამიანის სხეულთან, კინემატიკასთან. PETMAN ადამიანის მოძრაობებს საკმაოდ ზუსტად ბაძავს. ეს განსაკუთრებით საჭიროა ქიმიური დაცვის კოსტიუმის შესამოწმებლად: საბრძოლო პირობებში ქიმიური იარაღის გამოყენებით ისეთ წვრილმანსაც კი, როგორიცაა ბზარი არასწორად გამოჭრილ ქსოვილში, შეიძლება ათასობით ჯარისკაცის დაღუპვა მოჰყვეს. PETMAN უამრავი გადამწოდით არის აღჭურვილი, რომლებიც იძლევა ამა თუ ის აღჭურვის უსაფრთხოების შეფასების საშუალებას. მაგრამ ამ ადამიანის მსგავს მანქანას გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი აქვს.
PETMAN საინტერესოა იმითაც, რომ მის ბაზაზე შეიქმნა „საველე” ვარიანტი: რობოტი-ჯარისკაცი Atlas, რომელიც მონაწილეობს პროგრამაში – DARPA Robotics Challenge. Atlas ძალიან ჰგავს PETMAN-ს, მას თავისუფლების 28 ხარისხი, მძლავრი ხელები და ჰიდრავლიკური ამძრავით აღჭურვილი ფეხები აქვს. როგორც ჩანს, ის უფრო მოძრავი იქნება, ვიდრე PETMAN, თუმცა ამ უკანასკნელის ქცევაც საკმაოდ შთამბეჭდავია.ამჟამად PETMAN უკვე შეუძლია სწრაფი ნაბიჯით სიარული – როგორც სწორ, ისე რთულ რელიეფზე, კიბის, ორმოს და შედარებით მცირე ზომის ბარიერის ჩათვლით. რობოტი Atlas უფრო მაშველია, რომელიც შეძლებს არა მარტო იგივე აღჭურვილობის გამოყენებას, რაც ადამიანი, არამედ მუშაობას „არაადამიანურ პირობებში” ამ სიტყვის სრული გაგებით – ხანძარი, რადიაციული დაბინძურება და ა. შ.
Boston Dynamics არაფერს ამბობს Atlas-ის ჯარისკაცად გამოყენების შესახებ, მაგრამ ტექნიკური მახასიათებლები იძლევა რობოტის, როგორც მებრძოლის, გამოყენების საშუალებას. PETMAN და Atlas შეუძლია ადამიანისათვის განკუთვნილი ჩვეულებრივი იარაღის ხელში დაჭერა, ხოლო თავად რობოტს შეიძლება ჩააცვა სტანდარტული ფორმის ტანსაცმელი, მუზარადისა და ჯავშანჟილეტის ჩათვლით.
ეს მანქანა იმთავითვე ნახევრად ავტონომიურია, ანუ დამოუკიდებლად ასრულებს მიღებულ ბრძანებას. დღეს არსებობს ისეთი პროგრამული ალგორითმების შექმნის საშუალება, რომლებიც მართავს „ტერმინატორს” მარტივ საბრძოლო სიტუაციაში; მაგალითად, ასეთი ბრძანების შესრულება: „მოკალი ყველა ადამიანი, ვისაც ნიშნული „ჩვენიანი” არა აქვს”. ასეთი ნიშნული შეიძლება იყოს RFID-ჩიპი, შეხამებული ვიზუალურ მარკერთან და ადამიანის ხელში იარაღის ამოცნობის ალგორითმთან ერთად. მაგრამ ასეთი ომის ეთიკური მხარე ძალიან არაერთგვაროვანია –გამორიცხული არ არის მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება უსულო მანქანის ხელით. ამის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ სპეციალურ ოპერაციებში ასეთ რობოტებს უკვე უახლოეს მომავალში გამოიყენებენ.

წყარო:http://tornikeeristavi.blogspot.com

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები