გიორგი ფოცხიშვილი ორ კოლეგასთან ერთად წლის საუკეთესო მოცეკვავედ დასახელდა
წლის საუკეთესო მოცეკვავედ გიორგი ფოცხიშვილი დასახელდა! ინფორმაციას გიორგი მამა – ქორეოგრაფი გელა ფოცხიშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„გერმანიის ჟურნალმა Tanz-მა გამოაქვეყნა წლის საუკეთესო მოცეკვავეების სია, სადაც გიორგი ფოცხიშვილი ორ კოლეგასთან – ოლგა სმირნოვასთან და იაკობო ტისსისთან ერთად დასახელდა წლის საუკეთესო მოცეკვავედ! ვულოცავ გიორგის და მის კოლეგებს ამ დამსახურებულ აღიარებას“! – წერს გელა ფოცხიშვილი.