გორში 2 ადამიანი გაზით გაიგუდა

უბედური შემთხვევა გორში – ახალგაზრდა მამაკაცი და შუახნის ქალბატონი სახლში გარდაცვლილები იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. გარდაცვლილების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. მეზობლების განცხადებით, მათ ბინა ნაქირავები ჰქონდათ. ცხედრები გორის ჰოსპიტლის პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები