“მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა
ტელეკომპანია “მაესტროს” წილის მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებებია. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ასახული ცვლილებების თანახმად, “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა.
გაჩეჩილაძე ამჟამად შპს “სტუდია მაესტროს” წილების 55%-ს ფლობს. რაც შეეხებათ სხვა მეწილეებს, რეესტრში 2 თებერვალს გატარებული ამონაწერით, აქტივების 15%-ის მესაკუთრე მამუკა ღლონტია, 5%-ის – ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25%-ის კი – მაკა ასათიანი.