დავით ფაცაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები და მათი მხარდაჭერის მიზნით უკვე არსებული თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია დევნილთა სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში და მათი მაქსიმალური ჩართვა რეგიონის ეკონომიკურ, კულტურულ და სამოქალაქო ცხოვრებაში.

„მადლობას ვუხდი ბატონ სულხან თამაზაშვილს მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ბევრი კარგი, საჭირო პროექტის განხორციელებას მოვახერხებთ, ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის გაძლიერებისა და განვითარებისათვის“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები