როგორ დავძლიოთ მუდმივი დაღლილობა

    მუდმივი დაღლილობა ბევრ ადამიანს აწუხებს. თუ გინდათ, რომ ყოველთვის მხნედ გრძნობდეთ თავს, ტკბილ ხილს მიანიჭეთ უპირატესობა. თუ თქვენ ქრონიკული დაღლილობით იტანჯებით, ამის მიზეზი აუცილებლად მძიმე სამსახური, ავიტამინოზი და დილით ადრე ადგომა იქნება. მაგრამ ბოლოს მაინც ერთ მიზეზამდე მივდივართ, და ეს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების წესია.
ქრონიკული დაღლილობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი უძილობაა, – წერს “cosmo.com.ua”. უნდა შეცვალოთ ცხოვრების წესი, უარი თქვათ ზედმეტი ალკოჰოლისა და ყავის მიღებაზე. ადრე დაწექით დასაძინებლად და ნაკლები დრო ატარეთ ღამის წვეულებებსა და სოციალურ ქსელში ღამის თენებაზე. ადრე დაწოლა სახის კანს უფრო ალამაზებს და ახალგაზრდობას ინარჩუნებთ. ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ საკვებს და სასმელს. მაგალითად, დიდი რაოდენობით შაქრის მიღება სასურველი არ არის. ის ძალიან ბევრ ენერგიას გართმევთ და თქვენ თავს დაღლილად გრძნობთ უკვე დილიდან. უმჯობესია ის ტკბილი ხილით შეცვალოთ. დაღლილობის მოხსნას ხელს უწყობს ფიზიკური ვარჯიშებიც. კვლევებმა დაადასტურეს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად ვარჯიშობენ, თავს უფრო მხნედ გრძნობენ, ვიდრე ისინი, ვინც ვარჯიშს თავს არიდებენ. სასურველია ყოველდღიურად 40 წუთი ვარჯიშს დაუთმოთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები