მხატვარი, რომელმაც ჩვენი თვალების მოტყუება შეძლო (ფოტოკოლაჟი)
ცნობილმა პოლონელმა მხატვარ-სიურეალისტმა რაფაელ ოლბინსკიმ ყოველდღიური რაღაცები სრულიად უჩვეულო რაკურსით წარმოგვიდგინა. რაფაელმა ოპერის ცნობილი სპექტაკლების დეკორაციის მხატვრად დაიწყო საქმიანობა. 36 წლის ასაკში კი ის აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა, სადაც მისი – მხატვრისა და ილუსტრატორის მშფოთვარე კარიერა დაიწყო. მსოფლიო აღიარება 1994 წელს მოიპოვა, როდესაც მისი ერთ-ერთი პლაკატი პარიზში გამართული ფესტივალის “Prix Savignac”-ის საუკეთესო ნამუშევარი გახდა. უსაზღვრო წარმოსახვის უნარით და სრულყოფილი ტექნიკით მხატვარმა ცნობილი სიურეალისტის სახელი დაიმკვიდრა. ოლბინსკის ნამუშევრებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და ბევრ ცნობილ კოლექციაში შევიდა.