თბილისში მომხდარმა ავარიამ არასრულწლოვანი გოგონა იმსხვერპლა
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 13 წლამდე გოგონაა. შემთხვევა დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.