როგორ ვებრძოლოთ ცელულიტებს სახლის პირობებში
ცელულიტი სერიოზული მტერია, თუმცა არსებობს ერთი ხერხი, რითიც მისი დამარცხება შეგიძლიათ. ეს პროცედურა ძალიან ეფექტურია გამაჯანსაღებელ კლინიკებსა და სპა ცენტრებში, რადგანაც მისგან მიღებული ეფექტის შემდეგ თქვენი კანი გლუვი და ელასტიური ხდება და, რაც ყველაზე მთავარია, ერთი სეანსის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაახლოებით სანტიმეტრის მოცულობის მოკლება. ცელულიტების დაშლის ორი მეთოდი არსებობს – ცხელი და ცივი. ცხელი მიმართულია მოცულობის შემცირებაზე. ისინი საუნის ეფექტს ქმნიან. ცივი კი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კანის ტონუსს ამაღლებს. თუ თქვენ მოშვებული კანი გაქვთ, უმჯობესია ამ ხერხს მიმართოთ.
თუ თქვენ იმდენი ფული არ გაქვთ, რომ ძვირად ღირებულ სპა ცენტრებსა და სალონებს მიაკითხოთ, შეგიძლიათ სახლში ჩაიტაროთ პროცედურა, რომლისთვისაც საჭიროა: დაახლოებით 30 სმ-ის პარკი, თბილი პლედი და ტანის სკრაბი. პირველ რიგში, თქვენ უნდა წაისვით სკრაბი ტანზე. აიღეთ ტანის ნებისმიერი კრემი, ოთხი კოვზი – ოთხი ამპულა კოფეინი და ერთი ჩაის კოვზი „კაპსიკამის“ კრემი. კრემი და კოფეინი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ. ამ ყველაფერს ავურევთ ერთმანეთში და წავისვამთ პრობლემურ ადგილებზე, შემდეგ დავიკრათ პარკს, შემოვიხვევთ თბილ პლედს, 40-60 წუთი დაველოდებით და ჩამოვიბანთ.
ეს პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ 1-3 დღის შემდეგ, ხოლო თუ სასურველი შედეგის მიღწევა გინდათ, 10-12 პროცედურა აუცილებელია.