რუსთავში გაზით ორი ადამიანი მოიწამლა
რუსთავში ბუნებრივი აირით 2 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა, შარტავას 8 ნომერში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შემთხვევის ადგილზე “სოკარ გაზი”-ს რუსთავის ფილიალის თანამშრომლებიც მივიდნენ. CO–თი მოწამლულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია.