კახეთში 17 წლის გოგომ თავი მოიკლა
თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში 17 წლის გოგონამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გოგონამ ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიიყენა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გოგონას საცხოვრებელ სახლში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახის გადაწყვეტილება გახდა. მშობლები გოგონას ტრადიციის მიხედვით ნიშნავდნენ, მას კი სხვა მამაკაცი უყვარდა. გოგონა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების თქმით, პაციენტი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას ცეცხლსასროლი ჭრილობა ყელისა და მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.