რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას გოგონა ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც
რუსთავში წუხელ, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
“მერსედესის” მარკის ავტომობილი ხიდიდან გადავარდა, მიღებული ტრავმების შედეგად გოგონა ადგილზე დაიღუპა. ოთხი ადამიანი კი დაშავდა, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც “კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.