პირველად, ქართველი ძალოსანი გოგო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება…

როგორ გახდა თათია ლორთქიფანიძე ძალოსანი და მოსწონს თუ არა ოჯახს მისი გადაწყვეტილება…

თათია 22 წლისაა და უკვე მოახერხა, მსოფლიოს ჩემპიონატამდე რთული და მძიმე გზა გამოევლო. კაცობრიობის ისტორიის უძველესი სპორტის სახეობაში თათია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. მისი ყოველი გამოსვლა საქართველოს სპორტის ისტორიაში სიახლის სახელით იწერება.12177835_1155788944449712_511706911_n
„პატარაობიდან სპორტული ბავშვი ვიყავი. ოჯახში ყველას მოსწონდა. ერთ დღეს მამამ გადაწყვიტა ცურვაზე შევეყვანე. იმის გამო, რომ განსაკუთრებული ინტერესი გამოვიჩინე, მალევე წყალში ხტომაზე გადამიყვანეს, სადაც 12 წელი ვვარჯიშობდი. თუმცა, მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მე მინდოდა. ვფიქრობდი, რომ სპორტის ამ სახეობას მე არ ვეკუთვნოდი და უფრო დიდ სპორტში მინდოდა მეცადა ბედი. ამიტომ წყალი მივატოვე და ფარიკაობაში ვცადე ძალები. მქონდა სიმძიმეებთან შეხება ძალოსნობის დარბაზში და იქ აღმომაჩინა ჩემმა ტრენერმა. მან მითხრა, რომ შესაძლებლობები გაქვს და ვფიქრობ, ამ სპორტში წარმატებებს მიაღწევო. ასე დავრჩი ძალოსნობაში“.

– ცნობილი პოლიტიკოსის დიმიტრი ლორთქიფანიძის შვილი ხარ. რას ფიქრობენ ოჯახის წევრები შენს გადაწყვეტილებაზე?
– ყველას ძალიან გაუკვირდა ჩემი არჩევანი. გაოგნებულები იყვნენ, გოგო თუ შეძლებდა ამ სპორტში ასპარეზობას. დედა წინააღმდეგი იყო, თუმცა დღეს უკვე გვერდით მიდგას. მამა თავიდანვე შეეგუა. მიხვდა, რომ შემეძლო, ამ სპორტში მევარჯიშა და წარმატებებისთვის მიმეღწია.
– მეგობრები…12178264_1155788951116378_733800810_n
– ასე ვთქვათ, ბიჭი მეგობრები მიფრთხიან ხოლმე (რა თქმა უნდა, ხუმრობით). საბოლოოდ მეც გოგო ვარ.
– შენ როგორი ბიჭები მოგწონს?
– ბიჭი, რა თქმა უნდა, სპორტული უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პროფესიის წარმომადგენელია. მე უფრო ასეთი ბიჭები მომწონს…
– როგორია თათია ლორთქიფანიძის დღის რეჟიმი?
– დილით ვდგები, საჭმელს ვიმზადებ. მერე მივდივარ სავარჯიშოდ. თან ვსწავლობ სამედიცინოზე და ვარჯიშის შემდეგ ლექციებს უნდა დავესწრო.
– რომელ კურსზე ხარ?
– ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო კოლეჯიში ვსწავლობ. ვარ მეორე კურსის სტუდენტი. ძირითადად, ღამის საათებში მიწევს მეცადინეობა. მაინც ვცდილობ, მოვასწრო და ორივეს, სპორტსაც და სწავლასაც საკმარისი დრო დავუთმო.
– სამედიცინო რატომ გადაწყვიტე?12179358_1155788957783044_1373910404_n
– სხვათა შორის, ბავშვობიდან მომწონდა მასაჟი და, როგორც სპორტსმენი, ვთვლი, რომ მასაჟი აუცილებლად უნდა ვიცოდე. ამავე კუთხით წელს ჩავაბარე ფიზკულტურის კოლეჯში და მოვეწყე სამწვრთნელოზე. სამომავლოდ გამომადგება, რადგან იშვიათია სპორტის მასაჟისტი ქალი.
– გაქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რაში გეხმარება ეს?
– სპორტსმენისთვის აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა და ასევე ვიტამინების, დანამატების მიღება. ამას თუ ვერ დაიცავ, მაშინ ფორმაში ვერ იქნები და საასპარეზოდ ძალა არ გეყოფა.
– როცა „იძულებული“ ხარ, სპორტს მოწყდე, როგორი სამოსი გაცვია?12178203_1155788964449710_472723051_n
– ასე იშვიათად ხდება. მე და ჩემი და, როცა გავდივართ ხოლმე, მაშინ შეიძლება მეცვას, ოდნავ არასპორტულად.
– ქუსლიანი ფეხსაცმელი და კაბა…
– კაბით არა. კაბაში ვერ მნახავთ. ვერ ვეგუები, არ მიყვარს. ქუსლიანი ფეხსაცმელი ერთხელ მეცვა და კინაღამ ფეხი მოვიტეხე.
– მაკიაჟი თუ გიყვარს?
– მაკიაჟი მიყვარს, კი. მაგრამ სპორტის გამო იშვიათად ვიკეთებ ხოლმე.
– სამკაულები თუ გიყვარს?
– არა, არც სამკაულები მიყვარს. ამ მხრივაც გამონაკლისი ვარ…
– ემზადები მორიგი ჩემპიონატისთვის, რომელიც შენს კარიერაში განსაკუთრებულია…
– ახლა ვემზადები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. რომელიც ამერიკაში, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში გაიმართება. იმედი მაქვს რომ ახალ მიღწევები მექნება ძალოსნობაში.
– რა კატეგორიაში უნდა გახვიდე?12179635_1155788954449711_1556796122_n
– მე ვვასპარეზობ 63 კილოგრამიან წონით კატეგორიაში. სადაც ამ ეტაპზე კარგი შედეგი მაქვს. ვიასპარეზე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში აპრილში ჩატარდა და 74 კილო ატაცში ავწიე, 95 კილო კი აკვრაში. ეს იყო დიდებში. ოქტომბრის თვეში ჩატარდა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატი, აქაც მივიღე მონაწილეობა, ვიასპარეზე კარგად და უკეთესი შედეგი ვაჩვენე. ამან მოტივაცია და კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩინა, მეტ წარმატებას მივაღწიო. ამ ევროპის ჩემპიონატზე შედეგები გავაუმჯობესე და კმაყოფილი ვარ მე თვითონაც.
– რამდენი წლის ასაკამდე შეგიძლია ძალოსნობის სფეროში ყოფნა?12180205_1155788971116376_1368455610_n
– 2020 წლამდე ვიასპარეზებ. 27 წლის ვიქნები ამ დროს. შეიძლება ისევ გავაგრძელო, მაგრამ თვითონ ადამიანის მონდომებას გააჩნია.
– პირველი ქართველი ქალი ძალოსანი ხარ…
– კი, თუმცა საქართველოს სახელით ამერიკაში ჩემ გარდა კიდევ ერთი რუსი იასპარეზებს.
– კონკურენტებს როგორ შეაფასებ?
– საქართველოში კონკურენტები არ მყავს. ვვარჯიშობ მე და კიდევ რამდენიმე დამწყები. აქ ძალიან ცოტანი ვართ და, შესაბამისად, კონკურენციაც არ არის.
სამომავლო გეგმები რა გაქვს?
– სამომავლო გეგმები მაქვს. თუ ახლა ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად ვიასპარეზე, მაშინ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის სალიცენზიოს მოვიპოვებ, სადაც 2016 წლის ოლიმპიადა ტარდება. 15 ნოემბერს მივფრინავთ. მინდა თავი წარმოვაჩინო და გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ გვერდით დამიდგნენ.

ნინო ჯაჯანიძე

12179423_1155788934449713_1845304237_n 12181897_1155788937783046_2121546288_n 12188500_1155788961116377_1207990107_n 12188514_1155788941116379_738526977_n 12188624_1155788947783045_1343792533_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები