ირანის უზენაესი ლიდერი პირობას დებს, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ მუქარას უპასუხებენ

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შეერთებულ შტატებს “მსოფლიოს რუკის გადახაზვაში” ადანაშაულებს.

მედიის ცნობით, ირანის ლიდერი გულისხმობს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას, როდესაც მან განაცხადა, რომ ღაზას სექტორი აშშ „ახლო აღმოსავლეთის რივიერად“ უნდა გადააქციოს.

„ამერიკელები სხედან და ხელახლა ხაზავენ მსოფლიოს რუკას – მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე, რადგან ამას რეალობაში საფუძველი არ აქვს. ჩვენზე აკეთებენ განცხადებებს, გამოთქვამენ მოსაზრებებს და მუქარას ავრცელებენ. თუ ისინი გვემუქრებიან, ჩვენც დავემუქრებით მათ. თუ ისინი იმოქმედებენ თავიანთ მუქარაზე, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენს მუქარაზე. თუ ისინი არღვევენ ჩვენი ერის უსაფრთხოებას, ჩვენ, უეჭველად, მსგავს პასუხს გავცემთ“,- ამბობს ირანის ლიდერი.

ხამენეიმ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ასეთ მთავრობასთან არ უნდა იყოს, თუმცა, ვაშინგტონთან კონტაქტის აკრძალვაზე არ უსაუბრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები