ქუთაისში მამაკაცს ავტომობილმა გადაუარა

ქუთაისში, საღორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილმა მამაკაცს გადაუარა. მომხდარი ფაქტის შედეგად ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები