ავარიას ლანჩხუთის “გურიის” მეკარე ემსხვერპლა
ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აღნიშნულის შედეგად “გურიის” მეკარე მიშა გოგუაძე გარდაიცვალა. ის ბმვ-ს მარკის ავტომობილით ნაწვიმარ ასფალტზე მოცურდა, ორიენტაცია დაკარგა და ღობეს შეეჯახა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.