ფიზიკური დაპირისპირება რუსეთის ყოფილ საელჩოსთან
თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან “ევრაზიული არჩევანისა” და “თავისფალი ზონის” წარმომადგენელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მას შემდეგ დაიწყო, რაც “თავისუფალი ზონის” წარმომადგენელმა ევრაზიული არჩევანის ბანერი დახია.
ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. ყირიმის რეფერენდუმის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის პოლიცია დგას.