გალში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
გალის რაიონის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
“კვირას“ ინფორმაციით, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანის და „მერსედესის“ მარკის ავტომობილის შეჯახების შედეგად სამედიცინო დახმარების ექიმები: ლია ჩხოტუა და თეა ჭედია დაიღუპნენ. გარდაცვლილია ამავე მანქანაში მყოფი პაციენტი.
რაც შეეხეებათ „მერსედესში“ მყოფებს, “კვირას“ ინფორმაციით, დაშავებულია ავტომობილის მძღოლი, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.