ბორჯომთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე, სოფელ რველთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბორჯომის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ავარიის შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.
როგორც „კვირას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილთ მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.