გლდანში პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს
გლდანში, მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს.
მომხდარის შესახებ „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. შსს-მ ერთი პირი უკვე დააკავა.
პატრული, სავარაუდოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიჭრა.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი.