გორთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები
გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, აღნიშნულის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი – დაშავდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.