არჩილ გეგეშიძე: ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტების დეტალებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ გახლავართ
„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტების დეტალებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ გახლავართ“, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ განაცხადა. “როგორც ჩემთვის ცნობილია, პრინციპული საკითხები გარკვეულია. ოფიციალური ღონისძიებები კარგა ხნის დაგეგმილია. განსაზღვრულია საქართველოს მხარის მონაწილეობა. რაც შეეხება დეტალებს, მე საქმის კურსში არ გახლავართ. ეს ურბანიზაციული, ლოჯისტიკური დეტალებია, რომელიც ალბათ, ადგილზე სამუშაო ვითარებაში გადაწყდება და ასეც ხდება”, – განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.