ქუთაისში 23 წლის პედაგოგმა თავი მოიკლა
ქუთაისში 23 წლის პედაგოგმა სიცოცხლე თავთმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე 115-მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის და სახლიდან გაიპარა, რამდენიმე დღეში კი უკან დაბრუნდა. აღნიშნული ფაქტი ძმამ განიცადა და თვითმკვლელობა გადაწყვიტა. გარდაცვლილი მამაკაცი პედაგოგად ტყიბულის რაიონში მუშაობდა.