ორი დაღუპული და ორი დაშავებული- ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში
ბათუმი-ადიგენის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ერგეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც “კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, უბედური შემთხვევა “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილის და სატვირთო მანქანის შეჯახებამ გამოიწვია. მამუკა თურმანიძის თქმით, ავტომობილში სულ ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. ორი მათგანი დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
გარდაცვლილები პროზექტურაში გადაასვენეს.