ვიქტორ იუშენკო: უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო მექანიზმები

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო რუსეთს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს აგრესიაში და ევროპის პოლიტიკას აკრიტიკებს.
ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება უფრო მეტად უნდა მოხდეს.
„ახლა უკრაინა თვითგამორკვევის პროცესს გადის. ვსწავლობთ იმას, რომ ჩვენ სხვა ერი ვართ და ეს ჩვენი მიწაა, რომელიც უნდა დავიცვათ. ვსწავლობთ, რომ რუსი ოკუპანტი ჩვენ ვერ მოგვერევა და ეს ცხადია. ამ გამოწვევებმა ჩვენი კონსოლიდაცია გამოიწვია. სხვათა შორის, იგივე მოხდა საქართველოში 2008 წელს. უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო მექანიზმები. ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, არ არის ღირსეული დიპლომატიური პასუხი იმ დონის აგრესიაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან არის პროვოცირებული. მინდა, ვთქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ეს მხოლოდ ქართული საკითხი არ არის ისევე, როგორც დნესპრისპირეთი არ არის მოლდოვის საკითხი. ისევე, როგორც დომბასი და ყირიმი უკრაინის. ეს ყველა საკითხი რუსეთთან არის კავშირში. ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი მხარეა ჩართული,“ – განაცხადა იუშენკომ.
ვიქტორ იუშენკომ აჭარის ზღვისპირა ქალაქი დაათვალიერა. ის ბათუმში მეუღლესთან ერთად უკრაინის რადას წევრის, გარიკ ხაჩიკიანის მოწვევით ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები