პარლამენტი მუშაობას მომავალი კვირიდან განაახლებს

საქართველოს პარლამენტი მუშაობას მომავალი კვირიდან განაახლებს. საშემდოგმო სესია 1 სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნება და დეპუტატები ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე დადებული ვეტოს დაძლევას შეეცდებიან, რომელიც ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ეხება.
მომდევნო კვირასვე გაიმართება პლენარული სხდომები. მეორე მოსმენით კი პროკურატურის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა გაგრძელდება, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას საპროკურორო საბჭო, რომელსაც მთავარი პროკურორობის კანდიდატს იუსტიციის მინისტრი წარუდგენს. საბოლოოდ კი მას პარლამენტი 6 წლის ვადით დაამტკიცებს.
მესამე მოსმენით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტი საჯარო სამსახურში მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის ფორმირებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები