დავით საგანელიძე: პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა 1-4 სექტემბერს მოხდება

პრეზიდენტის ვეტო საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე 1-4 სექტემბერს იქნება დაძლეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს.

მისივე თქმით, საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს გაიხსნება.

„ვეტოს დაძლევა ალბათ პირველივე კვირას მოხდება. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა თავის პოზიციას დაიცავს და ვეტო იქნება დაძლეული“, – განაცხადა საგანელიძემ.

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტი ცხარე განხილვების შემდეგ, ივლისში რიგგარეშე სხდომების ფორმატში 80 მომხრე ხმით დაამტკიცა, პრეზდენტმა კი მას ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები