შს მინისტრის მოადგილე აშშ–ს საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

შს მინისტრის მოადგილემ აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველთან საზღვაო საკითხებში გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

პოლიციის გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მრჩეველთან საზღვაო საკითხებში მიქაელ გარვისთან, მისი საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, საზღვაო საკითხებში კადრების გადამზადების და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ახლადდანიშნული ატაშე საზღვაო საკითხებში ვილ იამ კონერი და აშშ-ის საელჩოს საზღვაო ატაშეს თანაშემწე თეა ჯოჯუა. ზურაბ გამეზარდაშვილმა მიქაელ გარვის მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები