თბილისში მომხდარი ავარიისას სასწრაფო დახმარების ორი ექიმი დაშავდა (ფოტოკოლაჟი)
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 2 ექიმი დაშავდა. ერთმანეთს გამოძახებაზე მიმავალი სასწრაფოს ავტომობილი და “პასატის” მარკის მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ.
როგორც “კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავდა ბრიგადის ორივე ექიმი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.