პრემიერმა ნოდარ ჯავახიშვილს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის შექმნა დაავალა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს კახეთის გუბერნატორთან ერთად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის შექმნა დაავალა.
გარდა შტაბის შექმნისა, მან ასევე ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ გამონახოს საჭირო სახსრები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სტიქიის შედეგად კახეთის რეგიონსა და რაჭაში 1300 ოჯახს დაუზიანდა საცხოვრებელი სახლები.
“ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოსახლეობას, იმ 1300 ოჯახს, ვისაც დაუზიანდა სახლი ყველაფერი უნდა გავუკეთოთ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.