ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება იმართება.
ღონისძიებას სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები