დავით უსუფაშვილი: ჩვენს კონსტიტუციას ერთი ძალიან დიდი პრობლემა აქვს – არ და ვერ მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე

ჩვენს კონსტიტუციას აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა, საქართველოს კონსტიტუცია არ და ვერ მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნის საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენს კონსტიტუციას აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა. საქართველოს კონსტიტუცია არ და ვერ მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს პრობლემა ჩვენი საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემაა, ჩვენი კონსტიტუციის პრობლემაა და ეს ჩვენი მოსაგვარებელია და ამ მოგვარებასაც ჭირდება სწორედ დღევანდელი კონსტიტუციის მიერ დადგენილი სტანდარტების განუხრელი შესრულება, დღევანდელი კონსტიტუციით განსაზღვრული ტიპის სახელმწიფოს შექმნა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ქართული, ევროპული, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები