პანკისის ხეობის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
სტიქიამ საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან ერთად პანკისის ხეობის მოსახლეობაც დააზარალა. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ამ დრომდე სოფელ ბირკიანის მაცხოვრებლებთან სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის დასათვლელად ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა. “ამ დრომდე რაიონიდან არავინ მოსულა, რომ ჩვენი ზარალი დაეთვალა. ჩვენ მხოლოდ არჩევნებზე ვახსოვართ ხელისუფლებას”, – აცხადებენ სოფელ ბირკიანში.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისის ძლიერი სეტყვის შედეგად, პანკისის ხეობის სოფლებში, ბირკიანსა და ჯოყოლოში რამდენიმე ათეული სახლის სახურავი დაზიანდა. სეტყვამ ავტომანქანების საქარე მინები ჩაამსხვრია. დასეტყვილია ბოსტნეული და ხეხილის ბაღები.