თინათინ ხიდაშელი: აგვისტოს ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ნატომ უარი თქვა გაფართოებაზე

„როდესაც ნატომ უარი თქვა გაფართოებაზე 2008 წელს, სწორედ მაშინ დაიწყო ომი,“ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა “ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოს მიერ გაფართოებაზე უარის თქმა რუსეთმა აღიქვა, როგორც მწვანე შუქი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად.

“შემდეგ, 2009 წელს მსოფლიომ თქვა, რომ კარგი, დავივიწყოთ ეს ყველაფერი და დავიწყოთ ახალი დისკუსიები, ახალი პარტნიორობა“, – აღნიშნა მან და დაამატა, რომ რუსეთი კვლავ მიიღეს პარტნიორად.

„უკრაინის მოვლენების შემდეგ კვლავ ნათელი გახდა, რომ რუსეთთან პარტნიორობა შეუძლებელია”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსი სამხედროების ქმედებებზე ოკუპაციის ხაზთან და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები