თინა ხიდაშელი: საქართველო გამორიცხავს რუსეთთან სამხედრო პარტნიორობას

საქართველო არ აპირებს რუსეთთან პარტნიორობას აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის შემდეგ, აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის განცხადებას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

-რუსეთთსა და საქართველოს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაღრმავდა, როდესაც საქართველომ 2008 წელს წამოიწყო სამხედრო აგრესია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რაც რუსეთთან ხუთდღიან ომში გადაიზარდა.

„აშკარაა, რომ რუსეთის მხრიდან არ ველით არანაირ საიმედო და პროგნოზირებად პარტნიორობას“,- განაცხადა ხიდაშელმა შეერთებული შტატების თავისუფლების ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას. ხიდაშელმა განმარტა, რომ 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, რუსეთი კვლავ განიხილებოდა საქართველოს პარტნიორად. თუმცა, როგორც მინისტრმა განმარტა, რუსეთის უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობით თვალნათელი გახდა, რომ რუსეთი ვერ გახდება საქართველოს პარტნიორი. მოსკოვი უარყოფს უკრაინის სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობას. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამოქალაქო კონფლიქტის დროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.

უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ნატომ, ევროპის დახმარების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს უსაფრთხოების კუთხით გაწეული დახმარება გაუზარდა. 2016 წლის ვარშავის სამიტზე, საქართველო აპირებს დასვას ნატოში გაწევრიანების საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები