2016 წლის ვარშავის სამიტზე საქართველო ნატოში გაწევრიანების საკითხს წამოჭრის
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, 2016 წლის ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს წამოჭრის, – განაცხადა ოთხშაბათს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
ვაშინგტონი (სპუტნიკი) ნატოს გეგმებს, რომელიც საქართველოს გაწევრიანებას, ასევე აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ალიანსის კიდევ უფრო გააქტიურებას ითვალისწინებს, მოსკოვი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ აღიქვამს. „ვარშავის სამიტი ახლოვდება. საქართველომ ყველა სახელმწიფოსა და პარტნიორს ნათლად დაანახა, რომ აპირებს ნატოში ინტეგრაცია კიდევ უფრო დაჟინებით მოითხოვოს, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა“, – განაცხადა ხიდაშელმა შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას და ალიანსმა უნდა შეასრულოს პირობა, მიიჩნევს მინისტრი. „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატოს წევრობას იმსახურებს, ასევე გვჯერა, რომ ნატოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველოს თავის რიგებში მიღება მის მიმართ ნდობის გასაძლიერებლად და იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელსაც წლების განმავლობაში იძლეოდა“,- აღნიშნავს თინათინ ხიდაშელი. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ გაუარესდა. აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც, სამხედრო კონფლიქტის კვალდაკვალ რუსეთმაც აღიარა. თბილისი ორივე რეგიონს ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს.