“სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ამ იდეას აჰყვნენ პოლიტიკური ჯგუფები”
“ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აფასებს.
დეპუტატის შეფასებით, ოპოზიცია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის სურათის შექმნას ცდილობს.
“მათი მიზანია ისედაც რთული ვითარებაში, საერთაშორისო ეკონომიკური რეგიონალური დაძაბულობის პირობებში, კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ საქართველოს და ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს აქ რაღაც პოლიტიკურ კრიზისს აქვს ადგილი. სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ამ იდეას საკმაოდ მოხერხებულად აჰყვნენ პოლიტიკური პარტიების, მათ შორის ის ჯგუფები, რომლებიც თავის გადარჩენას ცდილობენ, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე შერჩნენ, არ ჩაიძირონ, არ გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
არასაპარლამენტო პარტიები შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, 2015 წლის შუალედური არჩევნების ბოიკოტს „ნაციონალური მოძრაობაც“ უერთდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.