დამწვრობის ცენტრში რძალ-მული მოათავსეს – ლეღვის ნახარში ახალმა მეთოდმა ჩაანაცვლა

დამწვრობის ცენტრში სხეულის დამწვრობით რძალ-მული მიიყვანეს, რომლებმაც გარუჯვის მიზნით ახალი „მეთოდი“ გამოიყენეს. ლეღვის ფოთლის ნახარში ახალმა ფორმულამ ჩაანაცვლა, რომლის შემადგენლობაში შედის: ძმარი-ლუდი-იოდი-საჭმელი სოდა და ასე შემდეგ. გარუჯვის მიზნით სწორედ ეს ახალი ფორმულა გამოიყენა თბილისელმა რძალ-მულმა და მეორე – მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღეს.

როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ერთი ოჯახის წევრებმა, კერძოდ, რძალ-მულმა გარუჯვის მიზნით უჩვეულო ხსნარი გამოიყენა და სხეულის 50 პროცენტის დამწვრობა მიიღეს.

„სამწუხაროდ, ეს ფაქტი თბილისში მოხდა. 27 წლის და 32 წლის ქალბატონებმა სხეულზე წაისვეს სითხე, რომლის შემადგენლობაში შედიოდა: ძმარი-ლუდი-იოდი-საჭმელი სოდა – მარილი. ამ ყველაფრისგან მიღებული სითხე წაისვეს ზედა და ქვედა კიდურებზე და მზეს მიეფიცხნენ, რის შედეგადაც ქვედა და ზედა კიდურების და მკერდის მიდამოს დამწვრობა აღენიშნებათ. ამჟამად ისინი ჩვენს კლინიკაში არიან მოთავსებულნი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები